2022 - 2023 სასწავლო წლის დაწყება

დღეს 8 ნოემბერს, თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებლის გუნდი დახვდა პროფესიულ სტუდენტებს და მიულოცა ახალი სასწავლო პროცესის დაწყება.

ადმინისტრაციის წევრებმა პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს ძირითადი ინფორმაცია, სასწავლებლის ისტორიის, გამოცდილების, სიახლეების, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ. ასევე ისაუბრეს, სასწავლო პროცესის ძირითად მარეგულირებელ საკითხებზე, სტუდენტების წახალისებასა და ინიციატივებზე. სასწავლებლის გუნდი წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს, თითოეულ პროფესიულ სტუდენტს!