სამუშაო შეხვედრა საქართველოს კარიტასის ორგანიზებით

𝟐𝟎𝟐𝟒 წლის 𝟐𝟐-𝟐𝟑 ნოემბერს, საქართველოს კარიტასის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო საექთნო განათლების პროგრამის გადახედვა.
🟣 შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს კერძო კოლეჯების, ექთნების ასოციაციის, ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. მთავარი განსახილველი საკითხი არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, საექთნო განათლების ჩარჩო დოკუმენტის გადახედვა და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება იყო.
🟣 შეხვედრას თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებლიდან ესწრებოდნენ პრაქტიკის და კარიერის დაგეგმვის კოორდინატორი - ქალბატონი რუსუდან ჩიტალაძე და საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკის ხელმძღვანელი - ქალბატონი მადლენა ასანიძე.
🟣 სამუშაო ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს საექთნო განათლების პროგრამის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებზე და არსებულ საგანმანათლებლო პროგრამაში შესატან ცვლილებებზე რაც ხელს შეუწყობს ექთნების კვალიფიკაციის და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებას.
🟣 სამუშაო შეხვედრა ჩატარდა კერძო კოლეჯების ასოციაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში. თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელსა და საქართველოს კარიტასს შორის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის აღსანიშნავად, სასწავლებელს გადაეცა გრავირებული ჯილდო.
მსგავსი ჩანაწერები
შეხვედრა თემაზე: ნარკომანია საქართველოში – BEREAL ფხიზელი ცხოვრების წესი ეპიდემიის წინააღმდეგ
13 ივნისი, 2025
შეხვედრა თემაზე: ,,საექთნო საქმე და პროფესია ექთანი’’
13 ივნისი, 2025
კოლეგიალური ვიზიტი გორში
2 ივნისი, 2025
კომპანია „გეფას“ ვიზიტი თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში
1 ივნისი, 2025
„ავერსის“ წარმომადგენლის შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან თემაზე: „კარიერული შესაძლებლობები კომპანია ავერსში“.
28 მაისი, 2025
შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და სასწავლებლის ადმინისტრაციის წევრებთან თემაზე: „ფარმაცევტული პრაქტიკის ტენდენციების ხედვა ფარმაციის პროფესიულ განათლებაში“.
29 მაისი, 2025