სასწავლებელში ,,ქართული ენა A2” და ,,ქართული ენა B1"-ის წარმატებით დასრულება აღინიშნა

📌თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში ,,ქართული ენა B1” მოდულის დასასრულს ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა ,
რომლის განმავლობაშიც სტუდენტებმა და ქართული ენის მასწავლებელმა შეაჯამეს განვლილი სასწავლო კურსები: ქართული ენა A2” და ,,ქართული ენა B1”. 📖🗣️.
 
სტუდენტებმა ისაუბრეს მათთვის საინტერესო, სასიამოვნო და რთულ გარემოებებზე , რომლებსაც ამ ორი კურსის განმავლობაში გადააწყდნენ.
 
✍️📜პროფესიულმა სტუდენტებმა წაიკითხეს მათ მიერ შერჩეული ქართული, ასევე, სომხური და აზერბაიჯანული ლექსები , რომლებიც ქართულად თავად თარგმნეს .
 
💬სტუდენტებმა დამსწრეებს გააცნეს სომხური და აზერბაიჯანული ის ანდაზები , რომლებიც ქართულსა და მათ ენებში საერთოა , აგრეთვე, სომხური და აზერბაიჯანული გამოცანები , რომლის გამოცნობასაც აუდიტორია შეეცადა .🧠🧩
 
შეხვედრის დასასრულს პროფესიულ სტუდენტებს გადაეცათ ,,ქართული ენა A2/B1” მოდულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები და წამახალისებელი საჩუქრები 🎁👏.