შეხვედრა „ჯი ენ ჯი ფარმას“ წარმომადგენლებთან

30 ნოემბერს 12:00 სთ-ზე თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი მასპინძლობს, ფარმაცევტულ კომპანია „ჯი ენ ჯი ფარმას“ წარმომადგენელს. შეხვედრა დაგეგმილია, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ფარმაცია“ (სააფთიაქო) პროფესიულ სტუდენტებთან.

შეხვედრის მიზანია, პროფესიული სტუდენტებისთვის კარიერული მომსახურების მხარდაჭერა და დასაქმების შემდგომი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოვება.