ექსტრაკურიკულური პროექტი : „მოხალისეთა სამედიცინო შტაბი" - სესია I
14 ნოემბერს თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში გაიმართა ექსტრაკურიკულური პროექტის „მოხალისეთა სამედიცინო შტაბი“ მეორე სესია, რომელიც ორგანიზებული იყო ჰელფინგ ჰენდთან თანამშრომლობით.
სესია თემაზე „მოხალისეობის კულტურა“ სპეციალურად მოემზადა სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, რათა მონაწილეებს გაცნობოდათ თანამედროვე მოხალისეობის მნიშვნელობა, ძირითადი პრინციპები და ის შესაძლებლობები, რომელსაც სამედიცინო სფეროში ჩართულობა აძლევს ახალგაზრდებს.
პროექტის მიზანია სამედიცინო პროფესიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული ცოდნის, სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაღრმავება. პროექტი მოიცავს შეხვედრებს, ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობას, რომლებიც კიდევ უფრო განამტკიცებს მოხალისეობის კულტურას სასწავლებელში.
მსგავსი ჩანაწერები
პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი
November 25th, 2025
ექსტრაკურიკულური პროექტი : „მოხალისეთა სამედიცინო შტაბი" - სესია III
November 20th, 2025
ექსტრაკურიკულური პროექტი : „მოხალისეთა სამედიცინო შტაბი" - სესია II
November 20th, 2025
ექტრაკურიკულური პროექტი : ,,მოხალისეთა სამედიცინო შტაბი"
November 15th, 2025
ტრენინგი თემაზე: „საგანგებო სიტუაციების მართვა“
October 22nd, 2025
2025 წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდო კამპანიას თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი შეუერთდა
October 22nd, 2025