საინფორმაციო შეხვედრა/დაჯილდოება პროფესიული განათლების მასწავლებლებთან

📌თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებლისთვის უმნიშვნელოვანესია პროფესიული განათლების ხარისხისა და თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა.

აღნიშნული მოტივით ჩატარდა კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებთან.💡

შეხვედრა ორიენტირებული იყო:

• სამომავლო გეგმების განსაზღვრაზე;
• საგანმანათლებლო სივრცეში დაგეგმილი სიახლეების გაცნობაზე;
• თანამშრომლობითი ურთიერთობების გაძლიერების გზების განსაზღვრაზე.

შეხვედრის ბოლოს, სასწავლებლის სახელით, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ გასული სასწავლო წლის გამორჩეულ პროფესიული განათლების მასწავლებლებს: მაღალი პროფესიონალიზმის , სტუდენტთა მხარდაჭერისა და სასწავლებლის განვითარებაში აქტიური ჩართულობისათვის – ქალბატონ ნატო ჩიტალაძეს, ნანი მეშველიანსა და გულიკო ცინარიძეს. 🎁

ასევე, სასწავლო პროცესის უწყვეტი განვითარების ხელშეწყობისა და სტაბილური პროგრესისადმი გამოჩენილი ერთგულებისათვის – ქალბატონ ელენა ზაბახიძეს.✨


📢 შეხვედრას გაუძღვა ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი – გვანცა ფორჩხიძე.

თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი მადლობას უხდის თითოეულ პროფესიული განათლების მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს აქტიური ჩართულობის, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და პროფესიული განათლების განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის! 💜