ტრენინგი თემაზე - პერსონალური მონაცემების დაცვა

2025 წლის 16 მაისს შპს თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე - პერსონალური მონაცემების დაცვა. ტრენინგს უძღვებოდა სასწავლებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

ტრენინგის ფარგლებში მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორებიცაა მონაცემთა უსაფრთხოება, დამუშავების პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა კატეგორიები, სუბიექტის უფლებები და სხვა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მიერ გაიცა ბევრი რჩევა. ასევე, დამსწრეთა მხრიდან დაისვა შეკითხვები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. საბოლოო ჯამში შეხვედრამ სასიამოვნოდ, ნაყოფიერად და აქტიურად ჩაიარა