პროექტი: „მოწყვლადი ქალებისა და სტუდენტების გაძლიერება: სამოქალაქო უფლებებსა და ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სისტემებზე.“

პროექტი: „მოწყვლადი ქალებისა და სტუდენტების გაძლიერება: სამოქალაქო უფლებებსა და ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სისტემებზე.“

 

პროექტის მიზანია:
▪სოლიდარული თემის ჩამოყალიბება;
▪პრევენციული ინტერვენციის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს, მოწყვლადი ჯგუფების ქალების/გოგონების უფლებების დაცვას, განათლების და ჯანდაცვის პროგრამებზე ხელმისაწვდომობას;
▪სტუდენტების დამატებითი ცოდნით, საკვანძო კომპეტენციებით აღჭურვა და მათი ცნობიერების, ემპათიის გაზრდა;
▪მოქალაქის როლი - უფლებების, მოვალეობების და პასუხისმგებლობის გააზრება საზოგადოების წინაშე და სხვა.
პროექტი ხორციელდება, პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში, 𝟏𝟕 იანვარს ჩატარდა, საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან.
შეხვედრას უძღვებოდნენ, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო თოდუა და პირველი სამედიცინო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე სასწავლო მიმართულებით, ანა ჯავახიშვილი.
 
პროექტის ფარგლებში, 17 თებერვალს ჩატარდა, რიგით პირველი ტრენინგი სამოქალაქო უფლებებსა და კომუნიკაციის სტრატეგიებზე.აღსანიშნავია, რომ ტრენინგის აქტივობებმა სტუდენტებში დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.
18 თებერვალს ჩატარდა, რიგით მეორე ტრენინგი - განათლების სერვისები და ხელმისაწვდომობა:
🔹 I სესია: საგანმანათლებლო სისტემები და ხელმისაწვდომობა;
🔹 II სესია: ქალებისა და გოგონების განათლების მნიშვნელობა და უფლება სოციალური ცვლილებებისთვის;
(ისტორიული და კულტურული კონტექსტის მიმოხილვა)
🔹 III სესია: რეფლექსია - გუნდური მუშაობა/პრეზენტაციები თემებზე.
 
19 თებერვალს ჩატარდა, რიგით მესამე ტრენინგი - ჯანდაცვის სისტემებსა და ხელმისაწვდომობაზე.
ტრენინგს უძღვებოდა: ნინო თოდუა და ანა ჯავახიშვილი.
პროექტის აქტივობების მე-4 ეტაპი :
6 მარტს, სტუდენტებისა და თემის ლიდერი ქალების ვიზიტი “კარიტასში” ქალებთან და გოგონებთან. შეხვედრის ძირითადი თემები იყო:
სამოქალაქო უფლებები.
ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სისტემები.
ინფორმაციის გაზიარება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და პროფესიულ პროგრამებზე.
7 მარტს შედგა სტუდენტებისა და თემის ლიდერი ქალების ვიზიტი გლდანის დასახლებაში ქალებთან და გოგონებთან.
 შეხვედრაზე უკვე გადამზადებულმა ტრენინგის მონაწილეებმა მსმენელებს გაუზიარეს შემდეგი საკითხები:
✅ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების უფლებები
✅ ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ჯანმრთელობის სკრინინგ ცენტრები
✅ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები
✅ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა
✅ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროფესიული პროგრამები
✅ შესაძლებლობების და უნარების გაძლიერება
✅ დასაქმების შესაძლებლობები და შრომითი ურთიერთობები
11 მარტს შედგა სტუდენტებისა და თემის ლიდერი ქალების ვიზიტი საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე დასახლებაში ქალებთან და გოგონებთან.
შეხვედრაზე უკვე გადამზადებულმა ტრენინგის მონაწილეებმა მსმენელებს გაუზიარეს შემდეგი საკითხები:
✅ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების უფლებები
✅ ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ჯანმრთელობის სკრინინგ ცენტრები
✅ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები
✅ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა
✅ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროფესიული პროგრამები
✅ შესაძლებლობების და უნარების გაძლიერება
✅ დასაქმების შესაძლებლობები და შრომითი ურთიერთობები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუდენტებმა და მონაწილეებმა ერთმანეთს გაუცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია სამომავლო თანამშრომლობისთვის.
პროექტის აქტივობების მე-5 ეტაპი:
18 მარტს, შედგა ერთობლივი პროფორიენტაციული ხასიათის ვიზიტი/ექსკურსია : პროექტის მონაწილე სტუდენტებისა და სხვადასხვა ჯგუფის ქალების - „თბილისის პირველ სამედიცინო სასწავლებელში“.
🔹 ვიზიტის მონაწილეებს თეორიული და პრაქტიკული სასწავლო გარემო გააცნო და პროფესიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, სასწავლებლის დირექტორის მოადგილემ სასწავლო მიმართულებით, ანა ჯავახიშვილმა.
პროექტის მე-5 ეტაპის ფარგლებში , 19 მარტს შედგა:
🔹 ერთობლივი პროფორიენტაციული ხასიათის ვიზიტი/ექსკურსია : პროექტის მონაწილე სტუდენტებისა და სხვადასხვა ჯგუფის ქალების - კოლეჯ “მერმისში”.
🔹 ვიზიტის მონაწილეებს თეორიული და პრაქტიკული სასწავლო გარემო გააცნო და პროფესიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, კოლეჯ “მერმისის” მენეჯერმა, ქალბატონმა ლალი ბეშკენაძემ.
ასევე, პროექტის მონაწილეებს “კულინარიის” პროგრამის შესახებ ესაუბრა, კოლეჯ “მერმისში” მიწვეული გერმანელი ექსპერტი.
პროგრამების ძირითადი მისაღწევი შედეგების დემონსტრირება პროექტში მონაწილეებს წარმოუდგინეს, დარგის სპეციალისტებმა - ნატა ჩიტალაძემ და გულიკო ცინარიძემ.
26 მარტს შედგა ერთობლივი ვიზიტი/ექსკურსია : პროექტის მონაწილე სტუდენტებისა და სხვადასხვა ჯგუფის ქალების - საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში.
პროექტის მონაწილეებს სოფიო რუსეცკი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული დეპარტამენტის უფროსი, შეხვდა.
ქალბატონმა სოფიომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებულ თავშესაფრებზე და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებაზე ვრცლად ისაუბრა.
💬 შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, პროექტის მონაწილე ქალებსა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
31 მარტს, გაიმართა დასკვნითი ღონისძიება პროექტის: „სხვადასხვა ჯგუფის ქალებისა და სტუდენტების გაძლიერება: სამოქალაქო უფლებებსა და ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სისტემებზე“ ფარგლებში.
🔹 სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია პროექტის შესახებ.
🔹 გაიმართა პანელური დისკუსია, რომელმაც საინტერესო ინტერაქცია გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.
🔹 დამსწრეებს მონაწილეებმა უჩვენეს პროექტის შემაჯამებელი ვიდეორგოლი, რომელიც ასახავდა პროექტის მნიშვნელოვან ეტაპებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ : პროფესიული უნარების სააგენტოს , კოლეჯ "პანაცეასა" და დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის გენდერული დეპარტამენტის უფროსი, სტუდენტები, პროექტის მონაწილეები, ქალები და გოგონები და სასწავლებლის ადმინისტრაცია .
ღონისძიების მიწურულს, პროექტში ჩართულ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები პროექტში წარმატებით მონაწილეობისთვის
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს და სტუმარს აქტიური ჩართულობისთვის! 💜