ფლებოტომიის (ვენიდან სისხლის აღების) კურსზე რეგისტრაცია იწყება

თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი გთავაზობთ ფლებოტომიის (ვენიდან სისხლის აღების) კურსს 🩺🩸

კურსი განკუთვნილია:
• დიპლომირებული ექთნებისთვის
• პროფესიული სტუდენტებისთვის საექთნო მიმართულებით
• სპეციალიზაციის ამაღლების მსურველთათვის

კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი შეგასწავლით:
• ვენიდან და სხივის არტერიიდან სისხლის აღებას
• ვენის კათეტერიზაციას
• ინფუზიური თერაპიის განხორციელებას
• ინექციების ჩატარებას (ვენაში, კუნთში, კანქვეშ)
• ვაკუტაინერით სისხლის აღებას
• გლუკოზის განსაზღვრას კაპილარულ სისხლში

🕒 კურსის ხანგრძლივობა: 6 დღე (18 საათი)
📜 კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი, ქართულ-ინგლისური სერტიფიკატი
📍 მისამართი: სპირიდონ კედიას ქ. 7
💵 ღირებულება: 500 ლარი
📅 კურსის დაწყების თარიღი: 19 მაისი

📞 რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 598 98 00 03 ან Facebook გვერდზე 💬